ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

Tuesday, April 22, 2014

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა ახალი ტრენინგ-პროგრამა მასწავლებლებისთვის – „სტატიის აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და მოხსენება

საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება სტატიის აკადემიური ფორმატი. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მასწავლებელთა კონფერენცებზე წარსადგენი მოხსენება, სტატია, აბსტრაქტი და პრეზენტაცია სასურველია შეესაბამებოდეს აკადემიურ  მოთხოვნებს.
ტრენინგ-პროგრამა მსმენელებს სთავაზობს  პრაქტიკულ სემინარს, რომელზეც მასწავლებლები  შეისწავლიან  შემდეგ საკითხებს:
   როგორ მოვამზადოთ სტატია

1.     როგორ მოვამზადოთ სტატი
2.     სტატიის სტრუქტურა  (თავფურცელი , აბსტრაქტი, შესავალი , ძირითადი ნაწილი , დასკვნა , გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი/ბიბლიოგრაფია )
3.    აბსტრაქტი (რა არის აბსტრაქტი , რატომ უნდა დავწეროთ აბსტრაქტი, აბსტრაქტის ტიპები, როგორ დავწეროთ აბსტრაქტი, აბსტრაქტის შეფასების ცხრილი)
4.    ლიტერატურის მიმოხილვა (რით განსხვავდება ლიტერატურის მიმოხილვა კვლევისგან, რატომ ვწერთ ლიტერატურის მიმოხილვას, როგორ დავწეროთ ლიტერატურის მიმოხილვა, ლიტერატურის მიმოხილვის წერის სტრატეგია, რამდენიმე რჩევა)
5.    პლაგიატი , ციტატა, პერეფრაზი
6.    პრეზენტაცია, პრეზენტაციის ფორმატი
ტრენინგ-პროგრამა აგებულია მიდგომაზესწავლა კეთებით“.
ერთკრედიტიანი ტრენინგი ჩატარდება  2014  8-9 მატს  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, მისამართი ჭოველიძის # 10,  3 სართულიტრენინგს ჩაატარებენ განათლების სპეციალისტები: თამარ მოსიაშვილი, მანანა ბოჭორიშვილი. მსურველებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ  და თქვენი  ნებისმიერი პრეზენტაცია, რომელიც სწავლა-სწავლების საკითხს ეძღვნება გადმოაგზავნოთ მისამართზე mananabochorishvili@gmail.com . მასალები მიიღება 28 თებერვლის ჩათვლით.


ტრენინგი ტარდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს საქართველოს პარლამენტთან თამნამშრომლობასა და სხვადასხვა ინიციატივების ადვოკატირებას. პროექტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა კვლევის პრეზენტაცია –  „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაციის გავლენა სკოლების ეფექტიანობაზე .












ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი შეფასება

0 comments:

Post a Comment