კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენას'' მიხედვით
- რა იყო უდიდესი დასვენება მწერლისთვის გამსახურდიას თქმით?
- დაწერეთ წარწერა სვეტიცხოველზე მარჯვენას ქვევით,რომელსაც გონიო ეპყრა?
- ვისზეა ნათქვამი:„ქერა,სავსებით ქერა კაცი,რომელსაც სიმინდის ხაშარივით ბრჭყვიალა,გრძელი ულვაში ჰქონდა?“
- რას ნიშნავს მჩხიბავი?
- ვისზეა ნათქვამი:„მდუმარე იყო ბუნებითვე,კაცი არამეტყველი,მაგრამ ფრიად დაკვირვებული?“
- რა წოდება მიიღო ბიზანტიისაგან ჭიაბერმა?
- საქართველოს რომელმა მეფემ მოანათვლინა ფარსმანი?
- გიორგი მეფის ბრძანებით ვისთვის უნდა მიეთხოვებინა მამამზეს ქალიშვილი?
- რითი უწამლა ბორდოხანმა მამამზეს?
- ვის ეკუთვნოდა თავიდან „ძელიცხოვლის ჯვარი?“
- რომელ წელს აიღეს სარკინოზებმა თბილისი?
- რომელი სალოცავების აღმართვა უნდოდა აჯანყებულ თალაგვასა და მამამზეს?
- ვისი დამხმარე ჯარები შემოიყვანა ფხოვს თალაგვამ?
- რამდენი წლისა გაამეფეს გიორგი?
- სადაური იყო არსაკიძე?
- ვის ჩასჩიჩინებდა მზრდელი მუდამ:„ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო?“
- რომელი ციხე ეკუთვნოდა ფარსმანის ოჯახს?
- ვინ იყო შემსმენელი ფარსმანისა?
- დაწერეთ ფარსმანის შერქმეული სახელი სრულყოფილად.
- სად შეირქვა ფარსმან სპარსი?
- ვინ ვის ეუბნება:„ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი,გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე...“
- რა არის სარკონეთისა და ზედაზნის მთების გვირგვინი?
- „ამიტომ ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს,როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს“, რომელი მხატვრული ხერხია?
- „აგური აგურს წაეპოტინა“ რომელი მხატვრული ხერხია?
- „დიდოსტატის მარჯვენას“ მიხედვით ვის არ ეწევა სიკვდილი?
- ვინ იყო მარიამ დედოფლის ყოვლისმსმენელი ყური და ყოვლისმხილველი თვალი?
- ცურვაში ვინ ჯობდა მეფესა და გირშელს?
- ვინ შეაჩეჩა გიორგი მეფეს დედოფალი?
- გაიხსენეთ გირშელის ფსევდონიმი?
- „მელქისედეკი ცას ეწია სიხარულისგან,რადგან მის მიერ ჩამოყვანილ ბიზანტიელ სტუმრებს მოთავებული დახვდებოდათ სვეტიცხოველი“.ამოიწერეთ ფრაზეოლოგიზმი
- „გახადა სამოსი,გაოცდა,როცა ნახმლევებისგან დაჩეხილი სხეული ნახა, სავსებით ახალგაზრდა ვაჟკაცის სხეული-“ ვისზეა საუბარი?
- „კათალიკოსმა თვალი დაადგა ცვილივით გაყვითლებულ სახეს“,რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული?
- „სვეტიცხოველი გაახსენდა არსაკიძეს,გამარჯვებული გოლიათი ტაძართაგანი“,რომელი მხატვრული ხერხია?
- „ცა ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ისე ნაზად აფახულებდნენ იისფერ წამწამებს,არასოდეს ასეთი ბედნიერება არ უგრძვნია გიორგის“,რომელი მხატვრული ხერხია?
- „ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან,მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული,რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი,“ ამოწერეთ მეტაფორა.
- რისი მაუწყებელი იყო სასახლეში ზვიადის გამოჩენა?
- რატომ არ იყიდიდნენ ბიზანტიაში არსაკიძის სურათს(ნახატს)?
- ვინ იყო თებრონია ფარსმანისათვის?
- ჩრდილოეთის კედელზე ჯვრის ქვევით ვისი სახელი იყო ამოტვიფრული?
- ვინ ვის უთხრა: „მაძღარი მონები ვერაფერს შექმნიან კარგს?“
- რა იპოვა არსაკიძემ ხურსი აბულელის სარდაფში,რითაც დაინტერესდა?
- რატომ მიათხოვეს ფარსმანს ვარდისახარი?
- რას ნანობდა არსაკიძე,რა არ ასწავლა დედას?
- „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად,თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს არაფერი გამოგივა ხელიდან,“ ვინ ამბობს?
- როგორი ოსტატები სძაგდა არსაკიძეს?
- ვინ უყვარდა ყველაზე მეტად გიორგი მეფეს?
- ვის ჰყავდა ტყვედ შვიდი წელი გირშელი?
- „...ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე,სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი“...ვისზეა საუბარი?
- ვინ ამცნო შორენას არსაკიძის ხუროთმოძღვრად დანიშვნის ამბავი?
- ვის მიემხრო ბაქარ ჩორჩანელი ბიზანტიაში?
პასუხების ფურცელი -,,დიდოსტატის მარჯვენა''
- ცხენოსნობა
- „ხელი მონისა არსაკიძისაი ,რათა შეუნდოთ“
- ექვთიმე
- ჯადოქარი
- გიორგი მეფე
- „არხეგოსის“ წოდება
- ბაგრატმა
- ტარიჭისძე
- ორაგულის ლიფსიტებით
- ვახტანგ გორგასალი
- 853
- არმაზისა და ზედაზნის
- დიდოთა და ღილღველთა
- 12
- ლაზი
- ფარსმანი
- თუხარისის
- ეზოსმოძღვარი ამბროსი
- აბუბექრ-ასმაილ-იბნ-ალ-აშარი
- თბილისში
- ფარსმანი არსაკიძეს
- ჯვრის ტაძარი
- შედარება
- გაპიროვნება
- ოსტატს
- ეზოსმოძღვარი ამბროსი
- გაბოი კოხრიჭისძე
- მზრდელმა და მელქისედეკმა
- იკუნკულისძე
- ცას ეწია სიხარულისგან
- გიორგი მეფეზე
- შედარება-ცვილივით
- გაპიროვნება
- გაპიროვნება
- ცრემლმა იწვიმა
- ომის
- მხოლოდ ბასილ კეისარის სურათს ყიდულობდნენ
- შვილი-წანარელი მონაზვნის ნაბიჭვარი
- მელქისედეკის
- გამგეთუხუცესმა არსაკიძეს
- ტვიფარი მელისა
- რათა გაეგო ძვლისა და რკინისმკვეთელ ხმალთა საიდუმლო
- კითხვა
- არსაკიძე
- ოსტატები,რომელთაც პირჯვრის წერის მეტი არა ესწავლათ
- დედა
- სარკინოზებს
- ბასილ კეისარი
- ათანასე ბერმა
- ბარდა ფოკას