საჯარო
და კერძო სკოლების პედაგოგებმა სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების
გამოყენებაზე კონფერენცია გამართეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრისა და ევროპული სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხსენებები
70-ზე მეტმა მასწავლებელმა წაიკითხა.
განსახილველ
საკითხებს შორის იყო:
· საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გაკვეთილზე;
· საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება
საპროექტო მუშაობისას;
· შეფასების ელექტრონული სისტემა.
სასწავლო
მეთოდური კონფერენციას სახელწოდებით „საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის
ხარისხის ამაღლებისათვის“ ქართულის, მათემატიკის, ისტორიის, ხელოვნებისა და
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ესწრებოდნენ.
კონფერენციისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა
კონსულტანტებმა 250-მდე მოხსენებიდან 72 საუკეთესო შეარჩიეს. ღონისძიების
დასრულების შემდეგ მონაწილეებს ევროპული სკოლის დირექციისგან სპეციალური
სერტიფიკატები გადაეცათ.
0 comments:
Post a Comment