ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

Wednesday, December 11, 2013

    

ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის XII კლასის ტესტირება
    
    კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის კონსტანტინეს  მარჯვენას'' მიხედვით 


  1. რა იყო უდიდესი დასვენება მწერლისთვის გამსახურდიას თქმით?
  2. დაწერეთ წარწერა სვეტიცხოველზე მარჯვენას ქვევით,რომელსაც გონიო ეპყრა?
  3. ვისზეა ნათქვამი:„ქერა,სავსებით ქერა კაცი,რომელსაც სიმინდის ხაშარივით ბრჭყვიალა,გრძელი ულვაში ჰქონდა?“
  4. რას ნიშნავს მჩხიბავი?
  5. ვისზეა ნათქვამი:„მდუმარე იყო ბუნებითვე,კაცი არამეტყველი,მაგრამ ფრიად დაკვირვებული?“
  6. რა წოდება მიიღო ბიზანტიისაგან ჭიაბერმა?
  7. საქართველოს რომელმა მეფემ მოანათვლინა ფარსმანი?
  8. გიორგი მეფის ბრძანებით ვისთვის უნდა მიეთხოვებინა მამამზეს ქალიშვილი?
  9. რითი უწამლა ბორდოხანმა მამამზეს?
  10. ვის ეკუთვნოდა თავიდან „ძელიცხოვლის ჯვარი?“
  11. რომელ წელს აიღეს სარკინოზებმა თბილისი?
  12. რომელი სალოცავების აღმართვა უნდოდა აჯანყებულ თალაგვასა და მამამზეს? 
  13. ვისი დამხმარე ჯარები შემოიყვანა ფხოვს თალაგვამ? 
  14. რამდენი წლისა გაამეფეს გიორგი?  
  15. სადაური იყო არსაკიძე? 
  16. ვის ჩასჩიჩინებდა მზრდელი მუდამ:„ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო?“
  17. რომელი ციხე ეკუთვნოდა ფარსმანის ოჯახს?
  18. ვინ იყო შემსმენელი ფარსმანისა?  
  19. დაწერეთ ფარსმანის შერქმეული სახელი სრულყოფილად.
  20. სად შეირქვა ფარსმან სპარსი?
  21. ვინ ვის ეუბნება:„ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი,გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე...“
  22. რა არის სარკონეთისა და ზედაზნის მთების გვირგვინი?
  23. „ამიტომ ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს,როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს“, რომელი მხატვრული ხერხია?
  24. „აგური აგურს წაეპოტინა“ რომელი მხატვრული ხერხია?  
  25. „დიდოსტატის მარჯვენას“ მიხედვით ვის არ ეწევა სიკვდილი?  
  26. ვინ იყო მარიამ დედოფლის ყოვლისმსმენელი ყური და ყოვლისმხილველი თვალი?
  27.  ცურვაში ვინ ჯობდა მეფესა და გირშელს?
  28. ვინ შეაჩეჩა გიორგი მეფეს დედოფალი? 
  29. გაიხსენეთ გირშელის ფსევდონიმი?
  30. „მელქისედეკი ცას ეწია სიხარულისგან,რადგან მის მიერ ჩამოყვანილ ბიზანტიელ სტუმრებს მოთავებული დახვდებოდათ სვეტიცხოველი“.ამოიწერეთ ფრაზეოლოგიზმი 
  31. „გახადა სამოსი,გაოცდა,როცა ნახმლევებისგან დაჩეხილი სხეული ნახა, სავსებით ახალგაზრდა ვაჟკაცის სხეული-“ ვისზეა საუბარი?
  32. „კათალიკოსმა თვალი დაადგა ცვილივით გაყვითლებულ სახეს“,რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული?
  33. „სვეტიცხოველი გაახსენდა არსაკიძეს,გამარჯვებული გოლიათი ტაძართაგანი“,რომელი მხატვრული ხერხია?
  34. „ცა ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ისე ნაზად აფახულებდნენ იისფერ წამწამებს,არასოდეს ასეთი ბედნიერება არ უგრძვნია გიორგის“,რომელი მხატვრული ხერხია?  
  35. „ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს  თვალთაგან,მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული,რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი, ამოწერეთ მეტაფორა.
  36. რისი მაუწყებელი იყო სასახლეში ზვიადის გამოჩენა?
  37. რატომ არ იყიდიდნენ ბიზანტიაში არსაკიძის სურათს(ნახატს)? 
  38. ვინ იყო თებრონია ფარსმანისათვის?  
  39. ჩრდილოეთის კედელზე ჯვრის ქვევით ვისი სახელი იყო ამოტვიფრული?
  40. ვინ ვის უთხრა: „მაძღარი მონები ვერაფერს შექმნიან კარგს?“
  41. რა იპოვა არსაკიძემ ხურსი აბულელის სარდაფში,რითაც დაინტერესდა?
  42. რატომ მიათხოვეს ფარსმანს ვარდისახარი? 
  43. რას ნანობდა არსაკიძე,რა არ ასწავლა დედას?
  44. „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად,თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს არაფერი გამოგივა ხელიდან,“ ვინ ამბობს?
  45. როგორი ოსტატები სძაგდა არსაკიძეს?
  46. ვინ უყვარდა ყველაზე მეტად გიორგი მეფეს?
  47. ვის ჰყავდა ტყვედ შვიდი წელი გირშელი? 
  48. „...ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე,სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი“...ვისზეა საუბარი? 
  49. ვინ ამცნო შორენას არსაკიძის ხუროთმოძღვრად დანიშვნის ამბავი? 
  50. ვის მიემხრო ბაქარ ჩორჩანელი ბიზანტიაში?


პასუხების ფურცელი -,,დიდოსტატის მარჯვენა''

Smiley face

  1. ცხენოსნობა
  2. „ხელი მონისა არსაკიძისაი ,რათა შეუნდოთ“
  3. ექვთიმე
  4. ჯადოქარი
  5. გიორგი მეფე
  6. „არხეგოსის“ წოდება
  7. ბაგრატმა
  8. ტარიჭისძე
  9. ორაგულის ლიფსიტებით
  10. ვახტანგ გორგასალი 
  11. 853  
  12. არმაზისა და ზედაზნის
  13. დიდოთა და ღილღველთა  
  14. 12 
  15. ლაზი 
  16. ფარსმანი
  17. თუხარისის 
  18. ეზოსმოძღვარი ამბროსი
  19. აბუბექრ-ასმაილ-იბნ-ალ-აშარი  
  20. თბილისში 
  21. ფარსმანი არსაკიძეს 
  22. ჯვრის ტაძარი 
  23. შედარება  
  24. გაპიროვნება 
  25. ოსტატს
  26. ეზოსმოძღვარი ამბროსი  
  27. გაბოი კოხრიჭისძე
  28. მზრდელმა და მელქისედეკმა
  29. იკუნკულისძე 
  30. ცას ეწია სიხარულისგან
  31. გიორგი მეფეზე
  32. შედარება-ცვილივით 
  33. გაპიროვნება
  34. გაპიროვნება  
  35. ცრემლმა იწვიმა 
  36. ომის
  37. მხოლოდ ბასილ კეისარის სურათს ყიდულობდნენ
  38. შვილი-წანარელი მონაზვნის ნაბიჭვარი
  39. მელქისედეკის 
  40. გამგეთუხუცესმა არსაკიძეს  
  41. ტვიფარი მელისა  
  42. რათა გაეგო ძვლისა და რკინისმკვეთელ ხმალთა საიდუმლო       
  43. კითხვა      
  44. არსაკიძე  
  45. ოსტატები,რომელთაც პირჯვრის წერის მეტი არა ესწავლათ                 
  46. დედა                
  47. სარკინოზებს   
  48. ბასილ კეისარი
  49. ათანასე ბერმა
  50. ბარდა ფოკას                                               

Sunday, December 8, 2013

ლესიჭინე #1 საჯარო სკოლა - „ფესვებიდან აღმოცენებული მომავალი"