ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

Thursday, January 30, 2014


   2010 წელს ჩატარდა კონკურსი „ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია“, სადაც ესეებით და ნახატებით გადმოსცეს ის განცდები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უკავშირდება. შეირჩა 16 საუკეთესო ნამუშევარი რომელთა დაჯილდოება მოხდა განათლების სამინისტროში. ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა მარიამ ფიჩხაია.




Tuesday, January 28, 2014



ძალიან რთულია მოსწავლეების შეფასება, თითქოს ყოველთვის ჰგონიათ რომ რაღაცას აკლებ ან გარკვეული მოსწავლის მიმართ პირედი ინტერესი გამოძრავებს. ამისთვის ყველაზე კარგია შეფასების კრიტერიუმები გამოკრული იყოს თვალსაჩინო ადგილას, სადაც მოსწავლე, მშობელი თუ დაინტერესებული პირი შეძლებს წაკითხვას.
მოსწავლე ხდება თავდაჯერებული და უჩნდება მოტივაცია გამოასწოროს ის, რაშიც მას უარყოფითი შეფასება აქვს.

Sunday, January 26, 2014

 ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში გატარებული ერთი მშვენიერი დღე.





Friday, January 17, 2014


კონფერენცია თემაზე  „ჩემი სვეტიცხოველი“.




Thursday, January 16, 2014



მოსწავლეთა თემები VI-VII კლასი
ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ-ინგლისურ ენებში კომპიუტერის გამოყენებით. გაკვეთილის თემა იყო წერილები. სათაურად „ჩვენი სულის საიდუმლო“





1)



2)



3)



4)



5)

კონფერენცია-პრეზენტაცია მიხა ხელაშვილის ბიოგრაფია-შემოქმედებაზე.

Wednesday, January 15, 2014



ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის XII კლასის ტესტირება
იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“

  1. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა იაკობ ხუცესი?
  2. ხუცესი ანუ?
  3. რომელი სოფლიდან(დაბიდან) იყო ხუცესი?
  4. ვინ იყო საქართველოს მეფე იაკობ ხუცესის მოღვაწეობისას?
  5. რომელი ჟანრის ნაწარმოებია „შუშანიკის წამება?“
  6. პიტიახში ანუ?
  7. ვინ იყო საქართველოს დამპყრობელი ამ პერიოდში?
  8. ვისი ძე იყო ვარსქენი?
  9. სად იყო ვარსქენის დედა დაკრძალული?
  10. რომელ წელს დაიწყო ნაწარმოებში მოქმედება?
  11. ვინ იყო სპარსეთის მეფე მოცემულ პერიოდში?
  12. ვისი ასული იყო შუშანიკი?
  13. რომელი სიტყვა მიგვითითებს,რომ იაკობს შუშანიკზე სხვა ნაწარმოები ჰქონია დაწერილი ან წინა თავები?
  14. როდის და სად გადაწყვიტა იაკობმა დაეწერა დედოფალზე ნაწარმოები?
  15. რა არის სვრილი
  16. ასტამი ანუ?
  17. ხალენი?
  18. კუბასტი?
  19. გირჯაკი?
  20. კილიკი?
  21. ავლი?
  22. ჭიჭნაუხტი?
  23. რა ემოსა დედოფალს შიგნით და რატომ?
  24. რა ქვია სულისთვის სხეულის წამებას?
  25. რა ემოსა დედოფალს გარეთ? საიდან იყო ის ჩამოტანილი?
  26. ვინ უწოდებს საკუთარ თავს საწუთროს კაცს?
  27. რას ნიშნავს შუშანიკი?
  28. რა ვიცით ვარსქენის მშობლებზე?
  29. სპასპეტი?
  30. რომელი მხატვრული ხერხია:უბადრუკი,ნეტარი?
  31. რა ქვია მხატვრულ ხერხს კონტრასტს სხვანაირად?
  32. რომელ ეპიზოდში გვხვდემა კონტრასტის ნიმუში?
  33. რას ნისნავს სამგზის საწყალობელი?
  34. ვინ იყო სამგზის სანატრელი?
  35. რას ნიშნავს ბუნებითი ცოლი?
  36. იჯმნა ანუ?
  37. ვინ ამცნო შუშანიკს ვარსქენის გამაზდიანება?
  38. ვინ იყვნენ „ზეპურნი დედანი?“
  39. ტარიგი ნუ?
  40. ვინ იყო სასახლის ეპისკოპოსი?
  41. ვინ ამცნო იაკობს ვარსქენის გამაზდიანება?
  42. ვინ იმყოფებოდა იაკობთან, როცა ვარსქენის გამაზდიანება გაიგო?
  43. რომელ ტაძარშია დაკრძალული შუშანიკი?
  44. იაკობთან პირველი შეხვედრის დროს(სახლაკში) შუშანიკი უკმაყოფილებას გამოთქვამს,რატომ?
  45. რას ნიშნავს ხვაშიადად-რე?
  46. ვისი სიტყვებია „არა დამონებულ არს ძმაი გინა დაი,არამედ განეყარნენ.“
  47. ვისი თანამზრახველი იყო სპარსი?
  48. რისთვის მივიდა სპარსი დედოფალთან?
  49. რას მიუხვდა დედოფალი სპარსს?
  50. „წარიწყმიდე თავი შენი“-განმარტეთ
  51. რაში ადანაშაულებს ვარსქენი შუსანიკს?
  52. „დევნი შემოიხუენ“-რას ნიშნავს დევები?
  53. შუშანიკი ჯოჯიკს ეუბნება:„შენ ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ“...რატომ უთხრა ეს?
  54. რა წაიღო სახლაკიდან დედოფალმა სასახლეში?
  55. იაკობი წერს:„მგელი იგი“-ვის გულისხმობს?
  56. რომელი მხატვრული ხერხია„მგელი იგი?“
  57. რას ნიშნავს:„დღენი უზმასა გარდაევლინენ?“
  58. უჯერო ანუ?
  59. დაუბუშტა ნიშნავს?
  60. იზახდა ვითარცა ცოფი,რას ნიშნავს ცოფი?
  61. ვიხილე „ხატი დაბრძანებული“,რას ნიშნავს ხატი?
  62. ვინ გამოუგზავნა დედოფალს ჩუმად საჭმელი?
  63. „იაკობ მანდ არსა?“-ვინ თქვა?
  64. სად წვიდა სამკაულების გამორთმევის შემდეგ ვარსქენი?
  65. ვინ თხოვა ვარსქენს,რომ შუშანიკისთვის არაფერი ეთქვა დიდმარხვის დღეებში?
  66. ვის ადანაშაულებს ვარსქენი ცოლთან განშორებაში?
  67. ვის უხეთქა ვარსქენმა კუერთხი და  რატომ?
  68. რამდენჯერ სცეს კუერთხი შუშანიკს?
  69. ვინ თქვა მტკი?
  70. ვის უბრძანა ვარსქენმა შუშანიკის წაყვანა საპყრობილეში?
  71. რას ნიშნავს უხამური?
  72. რას ნიშნავს სენაკაპანი?
  73. „ჯმნულცა ვარ მე თქვენგან“-როგორ გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა?
  74. რას აკეთებს ხალხი,რომელიც შუშანიკს საპყრობილეში აცილებს?
  75. ვინ გააცილა შუშანიკი საპყრობილეში?
  76. საპყრობილეში მყოფი შუშანიკი ვარსქენს ეუბნება:„მე ამას მხიარულ ვარ“,რადგან ...რატომ?
  77. მუნ ნიშნავს იქ,რა იგულისხმება მუნში?
  78. რა დროის გასვლის შემდეგ კითხულობს საპყრობილეში მყოფ დედოფალს ვარსქენი?
  79. რა არ უნდა შეეტანათ ვარსქენის დავალებით შუშანიკთან მცველებს?
  80. რა არის საკვრელი?
  81. ვის სძლად მოიხსენიებენ შუშანიკს?
  82. სად მიდის ვარსქენი შუშანიკის საპყრობილეში ჩაგდების შემდეგ?
  83. სანამდე სდია ჯოჯიკმა ვარსქენს, რათა ნებართვა მიეღო შუშანიკისთვის ბორკილების ახსნისა?
  84. რას ნიშნავს მღვძარება?
  85. რა ერქვა 150 ფსალმუნს?
  86. შუშანიკზე წერენ:„არამედ სახელიცა მათი სძაგდა სმენად“-ვისი სახელი სძაგდა?
  87. რა არის კარაული?
  88. ვარსქენმა შუშანიკს შეუთვალა, თუ სასხლეში არ დაბრუნდები ჩორდ გაგაგზავნიო, რატომ შეუთვალა ეს?
  89. ვისი პირით შეუთვალა?
  90. ჩარადოვანი რას ნიშნავს?
  91. ხორშაკნი ანუ?
  92. V საუკუნეში რას ნიშნავდა მედგარი?
  93. მხევალი ანუ?
  94. პალატი იყო?
  95. ჩამოთვალეთ რაში ადანაშაულებს შუშანიკი ვარსქენს?
  96. ჯოჯიკის შემდეგ ვინ მოინახულა შუშანიკი?
  97. ნავთსადგური ქრისტეისი-რა იგულისხმება?
  98. ვინ მოიტანა სუდარა?
  99. ვინ იგულისხმება ზესკნელის დაუღვლილ ხარებში?რატომ?
  100. სადაური სიტყვაა ამენ?
  101. რა არის კერეონი?
  102. როდის გარდაიცვალა შუშანიკი?
  103. რისი სიმბოლოა ბუნების აღწერა „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებ შემწუელი იგი მხურვალებაი მზისაი,ქარნი...“
  104. რისი სიმბოლოა ხიდი?
  105. რატომ ედო თავი დედოფალს ალიზზე?
  106. გაიხსენეთ და დაწერეთ მაზდეანობის სინონიმები 




პასუხების ფურცელი -,,შუშანიკის წამება''

Smiley face

  1. V საუკუნე
  2.  მღვდელი~
  3. დაბა ცურტავიდან
  4. ვახტანგ გორგასალი
  5. ჰაგიოგრაფია,მარტვილობა
  6. ერისმთავარი
  7. სპარსეთი
  8. არშუშა
  9. ურდში
  10. 467(459+8)
  11. პეროზი
  12. სომეხი მხედარმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული
  13. ვითარცა იგი ვთქუთ
  14. სახლაკში,წმინდა კაციდან მობრუნებული
  15. კანის დაავადება
  16. რკინის საჩხრეკი ჯოხი
  17. ქურთუკი,ტყავის მოსასხამი
  18. შუბლსაკრავი ან ტანსაცმელი,რომელზეც გამოსახულია ქრისტიანული სიმბოლოები
  19. ძველი ნაბადი
  20. ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი
  21. ფერფლი
  22. აბრეშუმის ხელსაქმე
  23. ძაძა,რათა სხეული ეტანჯა სულის გადასარჩენად
  24. ასკეტიზმი
  25. ანტიოქიის პალეკარტე
  26. ჯოჯიკი
  27. შროშანს
  28. არშუშა ყოველთვის იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი,რომელიც ,აშენებდა ეკლესიებსა და სამარტვილეებს,სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა
  29. მხედარმთავარი
  30. ეპითეტი
  31. დაპირისპირება
  32. შუშანიკი როცა საუბრობს ვარსქენის ავ და მამამისის კეთილ საქმეებზე
  33. მამაღმერთის,ძე ღმერთისა და სულიწმიდისაგან შესაბრალისი
  34. შუშანიკი
  35. კანონიერი,ადათ-წესებით შერთული ცოლი
  36. გამოეთხოვა
  37. დესპანმა
  38. თავადაზნაურთა ცოლები
  39. სასახლე
  40. აფოცი
  41. დიაკონმა
  42. წმინდა კაცი,აფოცი,დიაკონი
  43. მეტეხი
  44. მარტო დარჩა ვარსქენის წინააღმდეგ საბრძოლველად
  45. გულისნადები
  46. პავლე მოციქულის
  47. ვარსქენის
  48. უნდოდა ნეტარის გულის მოგება
  49. მზაკვრობას
  50. თავი დაიღუპე
  51. ოჯახის,კერის  შეურაცხყოფაში
  52. ეშმაკები,უწმიდურები
  53. რადგან თქვენც ვარსქენის მხარეს გადახვედით და მაიძულებთ მასთან ყოფნას,რაც სიკვდილთან მიმაახლოებს
  54. ევანგელეი და წმინდაი წიგნი მოწამეთანი
  55. ვარსქენს
  56. მეტაფორა
  57. უჭმელი
  58. გაუგონარი,შეურაცხმყოფელი
  59. გაუსივა
  60. გიჟს
  61. სახე
  62. სამოელ და იოვანე ეპისკოპოსებმა
  63. ყრმაი,ანუ ყმაწვილმა
  64. ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად
  65. ახლობელმა
  66. აფოცს
  67. ერთ-ერთ ხუცს,რადგან მან უთხრა რატომ აგინებ დედოფალს და აფოცსო
  68. 300-ოდენ(300-მდე)
  69. დიაკონმა
  70. ერთ-ერთ სენაკაპანს
  71. ფეხშიშველი
  72. მეფის,დიდებულის კარის მცველი
  73. განშორებული ვიქნები მე თქვენგან
  74. ტირის,ლოყებს იკაწრავს
  75. დედებმა,მამებმა,ახალგაზრდებმა და მოხუცებმა
  76. აქ დავიტანჯები,იქ კი განვისვენებ
  77. სასუფეველში
  78. 3 კვირის შემდეგ
  79. საჭმელი
  80. ბორკილები
  81. ქრისტეს სძლად
  82. ჩორდ წარემართა
  83. ჰერეთამდე
  84. მუდამ ფხიზლობდა(აქ სულიერი სიფხიზლეც იგულისხმება)
  85. ასერგასისნი
  86. შვილების
  87. ვირი
  88. თითქოს იქ გაათხოვებდა,ამით უნდოდა დაეშინებინა  სასახლეში მოებრუნებინა
  89. მოციქულის
  90. დამუწუკებული
  91. ცხელი ქარი
  92. ზარმაცობა
  93. მსახური ქალი
  94. სასახლე
  95. დროზე ადრე დააჭკნო მისი ყვავილი,დროზე ადრე ჩააქრო მისი სიცოცხლე...
  96. სამოელ და იოვანე ეპისკოპოსებმა
  97. ზეციური სასუფეველი
  98. იოვანემ
  99. აფოცი და იოვანე,რადგან ისინი ერთად გალობდნენ,ერთად კითხულობდნენ ფსალმუნებს და ერთად გააპატიოსნეს შუშანიკი
  100. ებრაული და ნიშნავს ჭეშმარიტად
  101. დიდი სანთელი
  102. დღით ხუთშაბათს,475 წლის 17 ოქტომბერს
  103. ჯოჯოხეთი
  104. იმქვეყნიურისა და ამქვეყნიურის გასაყარი
  105. ამქვეყნადვე დაეწყო უფლის გზაზე ასვლა
  106. ცეცხლთაყვანისმცემლობა, მოგვობა, ატროშანი, ზოროასტრიზმი



  
 ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის XII კლასის ტესტირება
 დ.კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“
  1. რა „ჰქონია საწყენად“ სამანიშვილების ოჯახს?
  2. ვისთან წავიდა პლატონი,რომ სადედინაცვლოს მოძებნაში დახმარებოდა?
  3. რა იფიქრა დასთან მიმავალმა პლატონმა,როდესაც გზაში მგზავრს წამოეწია?
  4. რა პროფესიისა იყო გვერდევანიძე?
  5. ვინ ამბობს: „ჩვენთან რა უნდა მწუხარებას?ჩვენ თავს არავის დავატყვევებინებთ.“
  6. ვის ახასიათებს ავტორი:„სწორედ გონიერი კაცი იყო,შეგნებული და ეგ იყო მიზეზი,რომ მის ოჯახში ყოველივე თავთავის რიგზე იყო.“
  7. ვისთან იჩხუბა კირილემ შაფათაძეების ქორწლში?
  8. არისტოს სიტყვით სად ცხოვრობდა მამიდამისი,რომელსაც პლატონს სადედინაცვლოდ სთავაზობდა?
  9. რომელ დიალექტზე წერს დავით კლდიაშვილი?
  10. რა იყო ბეკინა სამანიშვილის წლიური შემოსავალი?
  11. რას ტრაბახობდა აზნაური ბეკინა სამანიშვილი?
  12. რატომ უხდიდა მადლობას პლატონი ზეციურ მამას?
  13. რა ერქვა ჯიმშერ სალობერიძის ცოლს?
  14. გარდა პლატონისა ვის არ უწევს ანგარიშს არისტო?
  15. რატომ დაეძებდა არისტო ქვაშავიძე ჯიმშერ სალობერიძის ცოლს?
  16. გაყრის შემდეგ სად დაწყო ცხოვრება პლატონმა?
  17. შვილის დაბადების შემდეგ რამდენი წელი იცხოვრა ბეკინამ?
  18. „აღარც ღობე შეარჩინა,აღარც საზღვარი,აღარც ადგილი“,ვინ ვისზე ამბობს? 
  19. პლატონის თქმით რით შეიძლება ქვეყნის და ხალხის ხსნა?
  20. როგორი ჟანრის ნაწარმოებია„სამანიშვილის დედინაცვალი?“
  21. რომელი მხატვრული ხერხია:„ტვინი წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა,რომ რამე ხერხი მოეგონა.“
  22. რომელი მხატვრული ხერხია:„ამ მშვენიერ დილას თითქოს სწადდა,დაკარგული ძალ-ღონე დაებრუნებინა ყმაწვილთათვის.“
  23. რომელი მხატვრული ხერხით ახასიათებს ავტორი გვერდევანიძეს „წვერებმოპარსული,კიზიროკქუდიანი,ქოლგით იღლიის ქვეშ,წითური სახის კაცი.“
  24. ერთადერთი ვინ ეხმარებოდა ბავშვის ყოლის შემდეგ ელენეს?
  25. რისთვის გაუჩენია ღმერთს კირილეს თქმით მიმინოშვილები?

პასუხების ფურცელი -,,სამანიშვილის დედინაცვალი''

Smiley face

  1.  მელანოს ხშირი შვილოსნობა
  2. თავის და დარიკოსთან
  3. ეწყინა,რადგან ცხენზე უნდა შემჯდარიყო
  4. ადვოკატი
  5. კირილე
  6. ჯიმშერ სალობერიძე
  7. კოსტასთან
  8. ქვედურათში
  9. იმერული
  10. 30 ურემი სიმინდი,40 ჩაფი ღვინო,10 ბათმანი ლობიო
  11. გამოულეველ სარჩოზე
  12. რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მის ღარიბულ ლუკმას
  13. სალომე
  14. თვითონ მამიდას,რომელსაც ძალიან რცხვენია გათხოვების
  15. რათა სალომესაც ექო მამიდა ელენე
  16. სამზარეულოში
  17. ხუთი წელი
  18. ელენე პლატონზე
  19. ჩხუბით თუ გაიწმინდებოდა ცოტა ქვეყანა 
  20. ტრაგიკომედია
  21. შედარება
  22. გაპიროვნება
  23. ეპითეტი
  24. მელანო
  25. ქეიფისა და დროსტარებისთვის
ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიპიკატები




ქართულ ენასა და ლიტერატურაში მქონდა გამოცდა, შემდეგ განტვირთვას მივმართეთ და VI-VII კლასის ხელმძღვანელებთან ერთად ჩავატარეთ „მხიარული სტარტები“




შეფასებისა და თვითშეფასების სქემები.



Sunday, January 12, 2014

წერილები -„ჩვენი სულის საიდუმლო“

 

1.

საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური

2.

გაკვეთილის  თემა

 „ჩვენი სულის საიდუმლო“

 

3.

სწავლების საფეხური და კლასი

 

დაწყებითი საფეხური.  V კლასი

4.

მასწავლებლის სახელი და გვარი

 

დიანა წურწუმია

5.

განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა

 

 

 

არ გვყავს

6.

გაკვეთილის სასწავლო მიზნები და შედეგები

 

გახდნენ შემოქმედი და თავად შექმნან ღირებულებები. შეძლონ ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება. და სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდა. გაუღვივდეთ უცხო ენის შესწავლის ინტერესი. მოსწავლეების შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა.

 

შედეგი მიღწეულია,როცა

V.2 მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური ამოცანების განხორციელება.მიზნის შესაბამისად ირჩევს სასაუბრო სტილს.

V.11 ქმნის წერილებს ელექტრონულ ფორმატში,სათანადოდ აფორმებს მათ და დააგზავნის ელექტრონული ფოსტით.

აკვირდება და აფასებს თანატოლის მიერ შექმნილ ტექსტს.

V.13 მოსწავლეს შეუძია ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.

წერს წერილს ცალკეული პირებისათვის (კონვერტით გასაგზავნს და ელექტრონულ ვერსიას)

III6. მოსწავლეს შეუძლია ინგლისური ტექსტის კითხვა ამოიცნობს კორესპოდენციის მიზანს ( მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება)

V.14 მოსწავლე ტექსტის მიზნის გათვალისწინებით შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულებს და გრამატიკულ ფორმებს (ძვირფასო, პატივცემულო, ბატონო... საუკეთესო სურვიოლებით, პატივისცემით...)
III.14 იცავს კორესპოდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვა, ხელმოწერა, თარიღი) აფორმებს კონვერტს.

მოსწავლეს შეუძლია google თარჯიმანის გამოყენება.

 

 

 

თანმიმდევრობა 

 

( აქტივობა და დრო)

 

 

 

 

გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ.

       I.            აქტივობა - მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს შესწავლილი გაკვეთილის თემას, მიზნებს. პროექტორით უჩვენებს წერილს კონვერტს და საუბრობს მის მნიშვნელობაზე.

    II.            აქტივობა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი კითხვა პასუხების რეჟიმში ამოწურავს გაკვეთილის მასალას.

 III.            აქტივობა. ახალი ლექსიკური მასალის შესწავლა-კონვერტი,ადრესატი, ადრესანტი, მისამართი , მილოცვა, მოკითხვა... თარგმნა ინგლისურად

  IV.            აქტივობა-ტესტირება ინგლისურად ჩამოწერილია მოცემული სიტყვები, რომელსაც მოსწავლეებმა ჯგუფებში უნდა მიუწერონ შესატყვისი ქართული მნიშვნელობები

 

თარგმნა

 

1)      sender -

 

2)      Email -

 

3)      Latter –

 

4)      Envelope –

 

5)      Receiver –

 

6)      Invitation –

 

7)      Congratulations –

 

8)      Tell I sad hello -

 

 

 

 

     V.            აქტივობა. მოსწავლეებს ვურიგებთ სხვადასვა ხასიათის წერილებს ა)მილოცვის ბ)მოკითხვის გ)დაბატიჟების.

მათ უნდა ამოიცნონ და მიუწერონ რომელი-რომელს მიეკუთნება.

 

 

  VI.            აქტივობა. პრეზენტაცია ჯგუფიდან ერთი მონაწილის ხმას ვიწერთ Sound Recorder-ში და ვუსმენთ ჯგუფებში. ხარვეზებს ვუთითებთ და ვუსწორებთ.

 

VII.            აქტივობა. მოსწავლეებს ვურიგებთ ინგლისურ დაჭრილ წერილს, რომელსაც თარგმნიან google თარჯიმანის დახმარებით.

 

VIII.            აქტივობა. ჯგუფები წარადგენენ  ინგლისურ-ქართულ ვარიანტებს, რომელსაც მასწავლებელი ასწორებს და აძლევს მითითებებს.

 

 

  IX.            აქტივობა. იდეების გენერირება

 

მილოცვა

დაპატიჟება

მოკითხვა

 

 

 

 

 

 

მოსწავლეები წერენ ვისთვისაც უნდათ წერილის მიწერა, ხოლო შემდეგ ჯგუფი ირჩევს ერთს.

 

 

 

     X.            აქტივობა. წერილის რედაქტირების შემდეგ მოსწავლეები კომპიუტერის Windows Live Mail-ში ატვირთავენ წერილს და ჩვენი დახმარებით გადაუგზავნიან ადრესატს.

 

  XI.            აქტივობა. მოსწავლეთა საერთო ხმით გადავწყვეტთ ვინ მოვინახულოთ (სოციალურად დაუცველები) ვაკეთებთ მოსაკითხ ბარათებს, საჩუქრებს და ერთ დღეს ვატარებთ მათთან.

 

XII.            აქტივობა. წერილებს და კონვერტებს ვაფორმებთ და ვაქვეყნებთ სკოლის პრეზენტაციის დაფაზე.

 

 

 

შეჯამება

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათს, სადაც მოცემულია

 

რა გავაკეთე ჯგუფში

რას ვერ გავართვი თავი

რა მომეწონა განსაკუთრებით

 

 

 

 

 

შეფასება

შეფასებას ვახდენდი ყოველი აქტივობის შემდეგ.დაფაზე გვქონდა გაკრული სამი ჯგუფისთვის ნატვრის ხე, რომელზეც ვაკრავდით წითელ, ნარინჯისფერ და მწვანე ვარსკვლავებს. თან ვაძლევდით განმავითარებელ შეფასებას.

 

გამოყენებული რესურსები

გაკვეთილის წარმატებით ჩატარებისათვის საჭიროა სამი კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, ილუსტრირებული წიგნები, ფორმატები, საჩვენებელი ჯოხი, ფერადი მარკერები, მაგნიტური დაფა, თაბახის ფურცელი, ფერადი ქაღალდები, წებო, ფლომასტერი.