ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

Sunday, January 11, 2015

დღეს მთელ მსოფლიოში საგანგაშო  მდგომარეობაა ძალადობის თვალსაზრისით,ამიტომ ჩვენც გვქონდა ძალადობის კვირეული,,,მოსწავლეებმა დაწერეს თემები, გავაკეთეთ პრეზენტაციები,ჩავატარეთ კონფერენცია,,,მონაწილეობა მიიღეს ბავშვებთან ერთად მასწავლებლებმა და მშობლებმა


















Thursday, January 8, 2015

ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე ჯეკ ლონდონის ,,მაწანწალა და ფერია“...მოსწავლეებმა გაიხსენეს მთლიანად ნაწარმოები,გააკეთეს რეზიუმირება,ტექსტი ამოვწურეთ კითხვა -პასუხის რეჟიმში,მასწავლებლები მუშაობდნენ მოსწავლეებთან ერთად ჯგუფებში,გააკეთეს კედლის გაზეთის პრეზენტაცია,იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები,მიიღეს პედაგოგებისგან რჩევები



Monday, January 5, 2015

ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი-ქართული ლიტერატურა და ხელოვნება, გაკვეთილის თემად ავირჩიეთ მსოფლიოს შვიდი საოცრება,ბავშვებთან ერთად მოვიძიეთ საინტერესო მასალა,ავაწყვეთ პრეზენტაცია,დავადეთ ხმა...შემდეგ კი ჩავატარეთ გაკვეთილი-შეჯიბრება ,მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში...მათ ისწავლეს ხმის ჩაწერა,ამუშავებდნენ მეტყველებას,პრეზენტაციის მომზადება-წარდგენას,კარგად დაამუშავეს მასალა შვიდ საოცრებაზე...პრეზენტაციას თან ახლავს გეგმა და გაკვეთილის ვიდეო