ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

Thursday, February 6, 2014

         
     

იოვანე საბანისძეს „აბო თბილელის წამება“

ტესტები გამოგადგებათ საატესტატო გამოცდების მოსამზადებლად.






I თავი

1.ვინ არის ავტორი „აბო თბილელის წამებისა?“
2.რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა აბო?
3.რა არის საჩინო?
4.რა არის სასმენელნი?
5.დაწერეთ ამ ნაწარმოების სრული სახელწოდება?
6.როგორი ჟანრის ნაწარმოებია „აბო თბილელის წამება?“
7.რა იგულისხმება სიტყვებში: „ყურესა ამას ქვეყნისასა?“
8.რამდენი წლის ქრისტიანობა გვაქვს ქართველებს ნაწარმოების მიხედვით?
9.გარდაგულაძნეს ანუ?
10.რა ხერხებით მიაღებინეს ქართველებს მაჰმადიანობა?
11.ვინ იგულისხმება მხოლოდშობილში?
12.რას შეადარა ამდროინდელი ქრისტიანი  ქართველები  ავტორმა?
13.„გამოჩნდა ახოვნად წმიდაი“-რას ნიშნავს ახოვნად?
14.რას ნიშნავს უეჭველი სარწმუნოება?
15.რა არის უეჭველი სარწმუნოება მორწმუნესათვის?
16.როგორია ქრისტიანული სარწმუნოება 1-ლი თავის მიხედვით?
17.როგორ იწოდებოდა საქართველო?
18.დროდადრო გამოჩნდებოდნენ საქართველოში  წმინდანები,საიდან?
19.რა იგულისხმება შორიელი მკვიდრში?

II თავი

1.ამირა მუმნი აბდილა  ისტორიულად არის?
2.ვინ დაატყვევა ნერსე?
3.რომელ ქალაქში იყო დატყვევებული?
4.დაწერეთ ამ ქალაქის მეორე სახელიც?
5.ამირა ნიშნავს?
6.რატომ დააპატიმრეს ნერსე?
7.რას ნიშნავს რაბამ იყო?
8.ვისი შთამომავალი იყო აბო?
9.ვინ არიან სარკინოზები?
10.ვისთან არის შედარებული აბოს ბაღდადიდან გამოსვლა?
11.რატომ გამოჰყვა აბო ნერსეს?
12.„ღვთისამიერითა იწვა ესეცა“,რას ნიშნავს იწვა?
13.რას ნიშნავს ცხონდებოდა იგი?
14.რჯულის მეცნიერი ანუ?
15.რას ნიშნავს უდებ-ყო?
16.ჩამოვთვალოთ მაჰმადიანობის სინონიმები?
17.რატომ მარხულობდა აბო ფარულად?
18.რას ნისნავს კარი იგი ოვსეთისა?
19.რამდენი მეომრით წავიდა ნერსე ქართლიდან?
20.რომელი კუთხის  მეფედ არის ხაზართა ხაკანი მოხსენიებული?
21.რატომ გაგზავნა ნერსემ ცოლ-შვილი აფხაზეთში?
22.რომელი ეპიზოდია: „და განვლეს ქვეყანაი იგი წარმართთაი,რომელთა ყოლადვე არა იციან ღმერთი?“
23.რა დრო დასჭირდათ გზის გასავლელად ხაზარეთიდან აფხაზეთამდე?
24.ვინ იყო აფხაზთა მთავარი?
25.რატომ მადლობდა აბო უფალს?
26.ვინ გახდა ქართლის ახალი ერისმთავარი?
27.რომელი წიგნიდანაა „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ხვმირსა,...?
28.ვინ წარმოთქვამს ამ სიტყვებს ნაწარმოებში?
29.რა არის ხვმირი?
30.ავტორი ამბობს: „არავისგან შეძრწმუნდებოდა“,განმარტეთ ციტატა
31.როგორ მიიღეს არაბებმა ქრისტიანი აბო?
32.რას ნიშნავს შეაჯერებდეს?


III თავი

1.ვინ მოახერხა აბოს საპყრობილედან გათავისუფლება?
2.შემასმენელი ანუ?
3.რას სთხოვდნენ მსაჯულებს შემასმენლები?
4.ვინ გააფრთხილა აბო,რომ მას დაიჭერდნენ?
5.რისთვის იყო ქრისტესთვის მზად აბო?
6.რა გააკეთა აბომ,როცა გაიგო რომ დაიჭერდნენ?
7.რა მოსთხოვა მსაჯულმა აბოს სიცოცხლის  სანაცვლოდ?
8.რას შეჰპირდა მსაჯული აბოს თუ ქრისტიანობას დატოვებდა?
9.აბოს თქმით რისთვის უნდა დაეტოვებინა მსაჯულს ოქრო-ვერცხლი?
10.სად,ვისთან ეძებდა აბო პატივს?
11.რას ნიშნავს „გვირგვინი ცხოვრებისა და უხრწნელობისაი“?
12.რა ქველმოქმედება გააკეთა აბომ?
13.რას ნიშნავს ცრუ მოძღვარნი?
14.„რეცა სიტყვითა ლიქნისაოთა“,რას ნიშნავს რეცა?
15.რას აკეთებდა აბო,როცა მასთან ცრუ შემასმენლები შედიოდნენ?
16.რას ნიშნავს უღარღილოდ?
17.რამდენი დღე იყო აბო საპყრობილეში?
18.იცოდა თუ არა აბომ რომ სიკვდილით დასჯიდნენ?
19.რა ამცნო უფალმა აბოს?
20.რატომ განიძარცვა აბომ სამოსელი მეცხრე დღეს?
21.რომელ დღესასწაულზე აწამეს აბო?
22.დილეგის რომელ ნაწილას იდგა აბო სიკვდილის წინა ღამეს?
23.რა წაიკითხა სიკვდილის წინა ღამეს აბომ?
24. დაასახელეთ თვე,რიცხვი და დღე აბოს წამებისა?
25. . რომელ მდინარეში მოინათლა იესო?
26.რომელ ქვეყანაშია იორდანე?
27.რა მოატანინა აბომ ქრისტიანებს სიკვდილის წინა დღეს?
28.„ქებასა შინა ქებათასა“ ვისი სიტყვებია?
29.საკუთარ თავზე მეტად ვინ შეიყვარა აბომ?
30.რა არის განმაცხოველებელი საიდუმლო?
31.რას ნიშნავდა მეცნიერი?
32.რომელ ფსალმუნს კითხულობდა აბო,როცა მსაჯულთან მიყავდათ?
33.როგორ ესმოდა აბოს მსაჯულის, რომელიც „მოძღვრავდა?“
34.რამდენი დღით ადრე ამცნო უფალმა აბოს გარდაცვალების დღე?
35.რატომ უხდის უფალს მადლობას აბო სიკვდილის წინ?
36.სად მოკლეს აბო(დააკონკრეტეთ)?
37.რამდენჯერ სცეს აბოს მახვილი და რატომ?
38.რა არის სიბორგილე?
39.რატომ დაწვეს აბოს სხეული?
40.საგოდებელი ანუ ...
41.ჩამოთვალეთ რა აიტანეს აბოს სხეულთან ერთად საგოდებელში?
42.როცა აბოს სხეულსა წვავდნენ რატომ არ ესწრებოდნენ ქრისტიანები?
43.სად წაიღეს აბოს ძვლები?
44.როცა გაიგეს რომ აბო აწამეს და დაწვეს რითი მორბოდნენ მოხუცები?
45.რას ნიშნავს მკელობელნი?
46.როგორ მოდიოდნენ ეს ადამიანები,ანუ მკელობელნი?
47.რასთანაა შედარებული კოჭლების სიარული?
48.ვის შეადარა დედები ავტორმა?
49.ჩამოთვალეთ  ვინ იყვნენ ეს ქალები?
50.„ნანდვლევე იყნეს ესენიცა მსგავს მათა“...რას ნიშნავს ნანდვლევე?
51.რამოჰქონდათ მენელსაცხებლე ქალებს?
52.რა სასწაული ხდება აბოს დასჯის პირველ ღამეს?
53.გაიხსენეთ მეორე ღამის სასწული?

IV თავი

1.მწერლობის რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება მე-4 თავი?
2.იცნობდა აბო იოვანე საბანისძეს?
3.როგორი რჯული განაგდო აბომ?
4.რას ნიშნავს „მეოხმცა ხარ?“
5.რას ნიშნავს ეპისტოლე?
6.ვინ დაავალა იოვანე საბანისძეს აბოს წამების აღწერა?
7.ვისი ხელით გამოუგზავნა სამოელმა წერილი იოვანეს?
8.როდის დაიწერა  „აბო თბილელის წამება?“
9.როგორი ტიპის ნაწარმოების დაწერა შეუკვეთა სამოელ კათალიკოსმა იოვანეს?
10.რას ნიშნავს საშინელი ძველ ქართულში?



პასუხების ფურცელი - „აბო თბილელის წამება“-

Smiley face

    I თავი


    1.იოვანე საბანისძე
    2.მერვე საუკუნე
    3.თვალი
    4.ყური
    5.„წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისა"
    6.ჰაგიოგრაფია,მარტვილობა
    7.ურჯულო ქვეყნების საზღვრებთან
    8.500 და მეტი
    9.გადაიბირეს
    10.ძალით,ტყუილით,უმეცრებით,ეშმაკობით,გადაბირებით
    11.ქრისტე
    12.ლერწამს,რომელიც ქარის დროს ირწევა
    13.ძლიერად,მხნედ
    14.მტკიცე,ეჭვმიუტანელი
    15.საუნჯე
    16.მოძღვრება არის
    17.დედად წმიდათა
    18.საქართველოდან და ზოგი უცხოეთიდან
    19.მოშორებით დამკვიდრებული



    II თავი
     


    1.ხალიფა მანსური
    2.ამირა აბდილა მუმნი
    3.ბაღდადში
    4.ბაბილონი
    5.დაპყრობილი ქვეყნის მმართველი
    6.შეასმინეს
    7.რანაირად,როგორ იყო
    8.აბრაამის
    9.არაბთა ერთ-ერთი ტომი
    10.აბრაამის მიერ ქალდეველთა გამოყვანასთან
    11.ქრისტეს სიყვარულის გამო
    12.წვეულ იქნა,მოხმობილ იქნა
    13.ცხოვრობდა
    14.რჯულის მცოდნე
    15.მიატოვა
    16.ისლამი
    17.ეშინოდა სარკინოზების
    18.თერგის ვიწრო ხეობა
    19.300

    20.ჩრდილოეთის
    21.ეშინოდა არაბებს არ დაესაჯა
    22.გზა ხაზარეთიდან აფხაზეთამდე
    23.სამი თვე
    24.ლეონ მეორე
    25.ნახა ქვეყანა,სადაც ყველა ქრისტიანი იყო
    26.სტეფანოზ გურგენის ძე
    27.მათეს სახარებაში
    28.მაცხოვარი
    29.მარცვლეულის საწყაო ჭურჭელი
    30.ვერავინ შეაშინებდა
    31.აყვედრებდნენ,აგინებდნენ,აშინებდნენ,სდევნიდნენ,მშვიდობიანად არწმუნებდნენ
    32.არწმუნებდნენ,შეაგონებდნენ



    III თავი
     


    1.სტეფანოზი
    2.დამსმენები
    3.აბოს საპყრობილეში ჩაგდებას,მის გამაჰმადიანებას,ან სიკვდილს
    4.ერთმა ქრისტიანმა
    5.სიკვდილისთვის
    6.გარეთ გამოვიდა და ლოცვა დაიწყო
    7.გამაჰმადიანება
    8.ქონებას და პატივს(თანამდებობას)
    9.თავის წასაწყმედად
    10.ღმერთთან(ქრისტესთან)
    11.მარადიული და უჭკნობი ცხოვრების გვირგვინი
    12.ღარიბ-ღატაკები დააპურებინა
    13.ავის მრჩეველნი
    14.ვითომც,თითქოს
    15.უხმოდ გალობდა
    16.უხმოდ
    17.ცხრა
    18.დიახ
    19.ხვალ დატოვებს შენი სული ხორცს
    20.კერეონებისა და სანთლის ყიდვა
    21.ნათლისღების
    22.დილეგის შუა
    23.ფსალმუნები
    24.6 იანვარი,პარასკევი
    25.იორდანე
    26.პალესტინაში
    27.პური და ღვინო
    28.ბრძენი სოლომონი
    29.უფალი
    30.ზიარება
    31.ნაცნობი
    32.118 ფსალმუნი,რომელიც მიცვალებულის მოსახსენებლად იკითხება
    33.კედელს
    34.ერთი(მეცხრე დღე)
    35.ღირსი გახადა მიახლოებისა
    36.სასახლის უკანა ეზოში
    37.სამჯერ,ეგონათ შეურყევდნენ რწმენას
    38.სიგიჟე
    39.რათა პატივი არ მიეგოთ მისთვის
    40.სასაფლაო
    41.ნაფთი,თივა,შეშა
    42.მისვლის უფლება არავის მისცეს
    43.ცხვრის ტყავში
    44.ჯოხით
    45.კოჭლებს
    46.ხტომით
    47.ირმებთან
    48.მენელსაცხებლე ქალებს
    49.მარიამ მაგდალინელი,მარიამ იაკობისა და სალომე
    50.ჭეშმარიტად,ნამდვილად
    51.სანთლები,საკმეველი
    52.გამოჩნდა მოკაშკაშე ვარსკვლავი
    53.წყლიდან სინათლე ამოდიოდა



    IV თავი
     


    1.ჰიმნოგრაფია
    2.დიახ (შემიყვარე მე,ამბობს იოვანე)
    3.მახვილით პყრობილი
    4.ჩვენ ყველას გვიშუამდგომლე
    5.წერილი
    6.სამოელ კათალიკოსმა
    7.ხსართანი
    8.786-790
    9.პირველმოწამეთა მარტვილობის მსგავსი
    10.დიდი
კატეგორია:


ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი შეფასება