ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

Tuesday, April 22, 2014

    საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებმა სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე კონფერენცია გამართეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპული სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხსენებები 70-ზე მეტმა მასწავლებელმა წაიკითხა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო:
  ·       საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გაკვეთილზე;
  ·       საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საპროექტო მუშაობისას;
  ·       შეფასების ელექტრონული სისტემა.
სასწავლო მეთოდური კონფერენციას სახელწოდებით „საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის“ ქართულის, მათემატიკის, ისტორიის, ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ესწრებოდნენ.

კონფერენციისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა 250-მდე მოხსენებიდან 72 საუკეთესო შეარჩიეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ევროპული სკოლის დირექციისგან სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.


















ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი შეფასება

0 comments:

Post a Comment